საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საწარმოთა საქმიანობის შედეგის 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა და პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
კერძოდ, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობამ 2019 წელს 109 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 25.9 პროცენტით მაღალი მაჩვენებელია. ხოლო პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი 2019 წელს 47.5 მლრდ. ლარით განისაზღვრა, რაც 14 პროცენტიან ზრდას შეადგენს.
ანგარიშის მიხედვით, ბიზნესსექტორის მთლიანი ბრუნვა საწარმოების ზომების მიხედვით, გასულ წელს შემდეგნაირად გადანაწილდა – 55.5% მსხვილი ბიზნესი, 19.3% – საშუალო ბიზნესი და 25.2% მცირე ბიზნესი. ხოლო რაც შეეხება პროდუქციის მთლიანი გამოშვების მონაცემებს, მსხვილ ბიზნესზე 41.6% მოდის, საშუალოზე – 26.4%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 32.0%.
Photo credits to: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2019 წლის ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში დარგებს შორის ყველაზე დიდი წილი მოდის საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე (ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) და 39.4 პროცენტს შეადგენს. ხოლო პროდუქციის გამოშვებაში ყველაზე დიდი წილი დამამუშავებელ მრეწველობაზე მოდის და 21.7 პროცენტს აღწევს. დანარჩენი დარგები სტრუქტურებში შემდეგნაირად ნაწილდება:
Photo credits to: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მთლიან ბრუნვასა და პროდუქციის მთლიან გამოშვებაში, რეგიონების მიხედვით, ქ. თბილისი ლიდერობს, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ფიქსირდება.
Photo credits to: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქსტატის ანგარიშში, ასევე, საუბარია ბიზნესსექტორში დასაქმებულთა სტატისტიკურ მახასიათებლებზე. კერძოდ, 2019 წელს დაქირავებულ 702 ათას ადამიანს შორის, მამაკაცთა რაოდენობა (58.6%) თითქმის 20 პროცენტით აღემატებოდა ქალთას (41.4%).
აღნიშნული ტენდენცია კი საქართველოს ყველა რეგიონში გავრცელდა:
Photo credits to: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური