საქართველო, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით, საუკეთესო ათეულში მოხვდა

ამ სახის კვლევას ოთხ წელიწადში ერთხელ მსოფლიო ბანკის ჯგუფი და მისი პარტნიორები (EBRD, EIB, DFID) ატარებენ. იგი ტარდება მსოფლიოს ყველა გეორგრაფიულ რეგიონში და ფარავს ასეულობით ათას კერძო კომპანიას.

ქრთამის აღების შემთხვევების კვლევა ტარდება 144 ქვეყანაში, რომელთა შორის საქართველომ შეძლო საუკეთესო ათეულში შესვლა.

ბოლო კვლევა ჩატარდა 2019-2020 წელს და საქართველოს მაჩვენებლები ამ კუთხით საგრძნობლადაა გაუმჯობესებული. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის მონაცემებით ქრთამის აღების მაჩვენებელი 9,84%-ს შეადგენდა, 2019-2020 წლის მონაცემებით კი ასეთი შემთხვევების მაჩვენებელი 1.3%-მდეა გაუმჯობესებული. ეს საკმაოდ კარგი შედეგია, რადგან აღნიშნული ინდიკატორი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 9-15%-ს შეადგენს.

საქართველომ, ასევე, 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა მოსყიდვის წნეხისგან (სიღრმე) თავისუფლების მიხედვით.