რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს საქართველოში?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიხედვით, 2019 წლის II კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 1,896,104 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით მეტია.

იმ ქვეყნის ტურისტები, რომლებიც ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ საქართველოში მოგზაურობის დროს, კვლევის მიხედვით პირველი ათეული შემდეგნაირია:

• ავსტრალია –  5384 ლარი
• კანადა – 4390 ლარი
• საუდის არაბეთი – 5080 ლარი
• არაბთა გაერთიანებული საემიროები – 3187 ლარი
• ირანი – 3101 ლარი
• აშშ – 3010 ლარი
• კატარი – 3658 ლარი
• ქუვეითი – 3783 ლარი
• ნიდერლანდები – 2934 ლარი
• ლატვია – 2973 ლარი

(ზემოთ მოცემულ ჩამონათვალში მოცემულია ვიზიტზე საშუალო ხარჯი)

საანგარიშო პერიოდში (2019 წლის II კვარტალი) თითო ვიზიტზე ყველაზე დაბალი დანახარჯი სომხეთის მოქალაქეებს ჰქონდათ – 416 ლარი ვიზიტზე; ასევე აზერბაიჯანის მოქალაქეებს – 629 ლარი ვიზიტზე და საბერძნეთის მოქალაქეებს – 609 ლარი ვიზიტზე.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 
ფოტო: Jacques Kleisterlee