ავტორი: ქეთა ბაღაშვილი
მაისი საზოგადოებაში კანის კიბოზე ცნობიერების ამაღლების თვეა. კამპანია ყოველწლიურად მიზნად ისახავს, რომ საზოგადოებას მზის ზემოქმედების საფრთხის შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს, რათა ამ დაავადების გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილება მოვახერხოთ.
თუმცა ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უფრო ჭარბი დოზით გამოჩენილი მზე, არათუ კანის სხვადასხვა დაავადებების გაჩენის საფრთხეს იწვევს, არამედ იზრდება კანიდან წყლის აორთქლება და შესაბამისად მისი ხშირი დატენიანება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია კანის დატენიანება. რამდენადაც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება წყალი, იმდენად ესაჭიროება ჩვენს კანსაც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დეჰიდრატირებული, ანუ გაუწყლოებული კანი უფრო სწრაფად ბერდება.
დეჰიდრატაცია შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო ან მძიმე, ეს დამოკიდებულია სხეულის წონის რა რაოდენობა დაიკარგა სითხის სახით.
რუტინის ახალი პროდუქციით განახლებამდე, ძველი პროდუქტების, მაგალითად დამატენიანებელი კრემის შეცვლას და შედარებით ინტენსიურ ვარიანტზე გადასვლას გირჩევთ. ასეთ დროს კოდალის ბრენდის ვინოსურსის გამიდან სიახლეს S.O.S დამატენიანებელ კრემს, რომელიც შეუცვლელია ინტენსიური დატენიანებისთვის.
როგორ უნდა მივხვდეთ თუ დეჰიდრატირებული ვართ?
დეჰიდრატაციის ადრეული ნიშანია გახშირებული წყურვილი, გამომშრალი პირის ღრუ, შედარებით მუქი და კონცენტრირებული შარდი, შემცირებული კონცენტრაცია და თავის ტკივილი. დეჰიდრატაციის პროგრესირებისას გრძელი სიის ნიშნების შემადგენლობაში შედის კანის ტურგარი, ლეტალგია, შემცირებული შარდის გამომუშავება და ა.შ.
კანის დატენიანება ყველა სეზონზე მნიშვნელოვანია,მაგრამ როცა ტემპერატურა იმატებს, იმატებს რისკიც გაუწყლოებისა, რადგან ძლიერდება(უფრო სწრაფად და ინტენსიურად ხდება) კანიდან წყლის აორთქლება.
ამისათვის უმნიშვნელოვანესია, კიდევ უფრო ინტენსიურად დავიტენიანოთ კანი,რადგან კანმა ბარიერული ფუნქცია მაქსიმალურად კარგად შეასრულოს.
ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ წლებთან ერთად კანის ელასტიურობა (დერმაში კოლაგენისა და ელასტინის რაოდენობა და მათი სინთეზი ქვეითდება) იკლებს და წყლის აორთქლებაც უფრო მარტივად მიმდინარეობს.
გაუწყლოებული კანისთვის შეუცვლელია INSTITUTE ESTHEDERM-ის ინტენსივ სერიიდან ჰიალურონის შრატი და ნიღაბი, რომელებიც უნიკალურია შემადგენლობით, (შეიცავს 3 მოლეკულიან ჰიალურონს, ღრმად, ინტენსიურად და ხანგრძლივი დროით ატენიანებს კანს, მატებს ელასტიურობას და მოქმედებს ნაოჭების საწინააღმდეგოდ.
შედეგი:
კანი დატენიანებულია: 90%
კომფორტის შეგრძნება: 97%
სახის ფერი უმჯობესდება: 90%
კანის ელასტიურობა: 85%
ზაფხულის ცხელი დღეებისთვის მოსამზადებლად ასევე, მნიშვნელოვანია, დამატენიანებელი საშუალება შეიცავდეს მზისგან დამცავ ფილტრს, ასეთია ბიოდერმას ბრენდის HYDRABIO –ოს გამის კრემი, რომელიც როგორც ინტენსიურად ატენიანებს, ასევე იცავს მზის მავნე სხივებისა და ოქსიდაციური სტრესისგან.
მისი ასორტიმენტიდან განსაკუთრებულია წყალ–სპრეი SPF 30-ით ე.წ შაკა–შაკა, რომლის გამოყენება ძალიან კომფორტულია ზაფხულის ცხელ დღეებში, გამაგრილებელი,მზის დამცავი და დამატენიანებელი ეფექტის გამო. სპრეის სახითაა და შეუცვლელია გადაღლილი და გაუწყლოებული კანისთვის.
იმისთვის, რომ უფრო მრავალფეროვანი გახადოთ ჰიდრატაციის პროცესი, ბიუთი ლაბი გირჩევთ:
- დილით კანი გაიწმინდეთ დამატენიანებელი მოქმედების ლოსიონით, რძით ან მიცელარულით
- გამოიყენეთდამატენიანებელიშრატიდღისკრემისქვეშ
- მიიპკურეთ თერმული,უჯრედული(ჰიალურონით), ყურძნის წყალი დღის ნებისმიერ მონაკვეთში, რაც შეიძლება ხშირად დღის განმავლობაში(10-ჯერ დაითვალეთ,შეგიძლიათ მეტჯერ)
- ასევე მნიშვნელოვანია დამატენიანებელი ნიღბების გამოყენება, საჭიროებიდან გამომდინარე 2-3ჯერკვირაში
- ყველაზე მნიშვნელოვანია მიიღოთ 1,5-2ლიტრი წყალი დღეში
- თუ 6სთ–ზე ნაკლები გძინავთ, ეს რისკია სერიოზული დეჰიდრატაციისა
- არ გამოგრჩეთ თვალის გარშემო კანის დატენიანება და გაგრილება