BOF 500 წარმოადგენს იმ ადამიანების პროფესიულ ინდექსს, რომლებიც 2.4 ტრილიონ აშშ დოლარიან მოდის ინდუსტრიას ქმნიან. მოდის ბიზნესს ინდუსტრიის ტოპ 500 წარმომადგენელს, “The Business of Fashion-ის” რედაქტორები ასობით ნომინაციის საფუძველზე, ფართო ანალიზისა და კვლევებით არჩევენ. რეიტინგი ყოველწლიურად ქვეყნდება და მოიცავს პლანეტის ყველაზე გავლენიან – კრიტიკოსებს, მოდელებს, ფოტოგრაფებს, მომღერლებს, ბიზნესმენებს, მსახიობებს და სხვა.
წელს, სოფო ჭყონია BOF500-ის სიაში პირველად მოხვდა. იგი მესამე ქართველია, ვინც მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ჩამონათვალში მოხვდა.
სოფო ჭყონია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდური ღონისძიების, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi, დამფუძნებელია, რომლის საწყისი ინვესტიციების 60%-ზე მეტი საკუთარი ჯიბიდან დააფინანსა. ჭყონია ფართოდ არის ჩართული ქართული მოდისთვის ახალი კავშირების დამყარებასა და მის პოპულარიზაციაში. მისი აქტიური მუშაობის შედეგად საქართველომ საპატიო ადგილი დაიკავა მოდის სამყაროში და ბოლო ხანებში ქვეყანას მოდის უამრავი გავლენიანი ფიგურა ესტუმრა.
სოფო ჭყონიას სახელსვე უკავშირდება ფონდი BENEXT დაფუძნება და განვითარება. აღნიშნული ფესტივალი და დიზაინერების კონკურსია, რომელმაც აღმოაჩინა ნიჭიერი ქართველი დიზაინერები გიორგი ქებურია და ლადო ბოკუჩავა. სოფო ქართულ ადგილობრივ ბაზარზე ასევე მუშაობს როგორც მოდის ბიზნესის მრჩეველი და კონსულტანტი, რომელიც ხშიარად ინვესტირებას ახალგაზრდა დიზაინერებში დებს.
გავლენიან ჩამონათვალში სოფო ჭყონიასთან ერთად წელს მოხვდნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან – სელინ დიონი, მეგან მარკლი, ლიზო, პეგი გოუ, ზენდაია, ტრევის სკოტი და სხვა.
სიაში კიდევ ორი ქართველს უკავია საპატიო ადგილი ესენი – დემნა და გურამ გვასალიები არიან.