პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

PHOTOGRAPH BY ALEXEY DRUZHININ, AFP/GETTY IMAGES

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ნობელის პრემიის კანდიდატადაა წარდგენილი მშვიდობის დარგში. ინფორმაცია კრემლმა ხუთშაბათს დაადასტურა.

რუსული ახალი ამბების სააგენტოს, TASS-ის, მიხედვით, მისი კანდიდატურა რუსმა საზოგადო მოღვაწეებმა წარადგინეს რუსი მწერლის, სერგეი კომკოვის, თაოსნობით. ნომინაცია წლის დასაწყისში გაეგზავნა ხუთკაციან კომიტეტს ნორვეგიაში, თუმცა პუტინის ნომინირების მიზეზი დღემდე არაა ცნობილი.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის, თქმით, პუტინის კანდიდატურის წარდგენაში კრემლს არანაირი როლი არ უთამაშია და ეს სრულიად კემკოვისა და მისი თანამოაზრეების ინიციატივა იყო, თუმცა მისი გამარჯვება სასიხარული იქნება.

პუტინის კანდიდატურა ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში 2013 წელსაც  წარადგინეს რუსმა პარლამენტარმა იოსებ კობზონმა და სულიერი ერთობისა და ხალხის თანამშრომლობის საერთაშორისო აკადემიამ. ოსლოს ნობელის პრიზის კომიტეტს პუტინის ნომინირება 2013 წელს მის მიერ  სირიის კონფლიქტის მოგვარებაში შეტანილი წვლილისა და სირიის ამერიკის სამხედრო ძალების შემოჭრისგან დაცვისათვის შესთავაზეს.

Photo | AP

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენილია ალექსეი ნავალნიც, პუტინის ერთ-ერთი მთვარი კრიტიკოსი,  რომელიც გასულ თვეს საბჭოთა საწამლავით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.

KEVIN LAMARQUE / REUTERS

ვლადიმერ პუტინს კონკურენციას აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გაუწევს. 74 წლის ტრამპი ჯილდოზე ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროს შორის არსებულ დაძაბულობაში მედიატორობის გამოა ნომინირებული.