საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის კვლევის მიხედვით, 2019 წლის II კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 1,896,104 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით მეტია.
საქართველო საკმაოდ მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს ტურისტებს.
საინტერესოა, რომელი მათგანია ყველაზე პოპულარული?
ვიზიტისას ყველაზე ხშირად განხორციელებულ აქტივობებში ფიქსირდება ადგილობრივი სამზარეულოს და ღვინის დაგემოვნება (74.9%) და შოპინგი (55.8%). მას მოსდევს ღირსშესანიშნაობების, კულტურული და ისტორიული ძეგლების მონახულება (49.4%).
საერთაშორისო ვიზიტების 58.7%-ის შემთხვევაში ვიზიტორი ძალიან კმაყოფილი იყო საქართველოში განხორციელებული ვიზიტით, 31%-კმაყოფილი, ხოლო 0.2%-მა თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან. ზოგადი მთლიანი კმაყოფილების დონე 4.5-ს შეადგენდა.
წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ფოტო: Washington.org