პოლონეთში აბორტის უფლებისთვის მებრძოლმა აქტივისტებმა საავტომობილო პროტესტი გამართს

Maciek Jazwiecki/Agencja Gazeta via REUTERS

პოლონეთში 14 აპრილს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში აბორტის უფლებაზე შეზღუდვები წესდება და სექსუალური განათლების კრიმინალიზება ხდება.

ვინაიდან COVID-19-ის გამო დაწესებული შეკრების შეზღუდვები პროტესტის მონაწილეებს ტრადიციაული ფორმით გაპროტესტების უფლებას არ აძლევს, მათ მანქანაებით გადაკეტეს ვარშავის ერთ-ერთი მთავარი გზაჯვარედინი Rondo Dmowskiego.

პროტესტის მონაწილეები მანქანის სიგნალებითა და ფანჯრებში გამოფენილი პოსტერებით აპროტესტებდნენ კანონპროექტს. ქალთა უფლებადამცველებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, პროტესტს თავიანთი აივნებიდან შეერთებოდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ, კარანტინის წესების დარღვევის შემთხვევაში, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ.

აბორტის უფლება პოლონეთში მწვავე საკითხია, რადგანაც მმართველი კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) ცდილობს, უკვე არსებული შეზღუდვები კიდევ უფრო გააფართოვოს და საზოგადოებრივ ცხოვრებაში რელიგიური ღირებულებები დაამკვიდროს. პარტია გეგმავს, თითქმის, სრულად აკრძალოს აბორტი.

როგორც პოლონელი ქალთა უფლებადამცველები აღნიშნავენ, მთავრობამ კანონპროექტის ინიცირება პანდემიის პირობებში სწორედ იმიტომ გადაწყვიტა, რომ საკარანტინო აკრძალვები ფართომასშტაბიან დემონსტრაციას შეუძლებელს გახდიდა და საზოგადოების ყურადღებაც ნაკლებად იქნებოდა აბროტის უფლებისკენ მიმართული.