პარტნიორის ასარჩევად Facebook-ის ახალი ფუნქცია უკვე ევროპაშიც ხელმისაწვდომია

22 ოქტომბრიდან უკვე Facebook–ის ევროპელ მომხმარებლებსაც შეუძლიათ აპლიკაციით პარტნიორის პოვნა. კომპანიის განცხადებით, მათი მიზანია, ადამიანებმა საერთო ინტერესების, ჯგუფებისა და ღონისძიებების გაზიარებით იპოვნონ თანამოაზრეები სასიყვარული ურთიერთობებისთვის.

მას შემდეგ, რაც აპლიკაციამ აღნიშნული ფუნქცია შეითავსა,  20 ქვეყანაში 1.5 ტრილიონზე მეტმა წყვილმა იპოვა ერთმანეთი.

მომხმარებელს Facebook–ზე სპეციალური პროფილის შექმნა რამდენიმე მარტივი ოპერაციით შეუძლია. აპლიკაციის ეს ფუნქცია მსურველებს უმარტივებს რეალური სახე აჩვენონ პოტენციურ პარტნიორებს, პარალელურად კი, უკეთ გაეცნონ სასურველ კანდიდატებს.

Facebook-ის ახალი ფუნქციის ძირითადი მახასიათებლები მოიცავს:

ისტორიებს:

ისტორიები აკავშირებს ადამიანებს. კომპანია განმარტავს, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, თხრობის ნაცვლად,  ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარებით დაუკავშირდეს პოტენციურ პარტნიორს. შედეგად, საერთო ინტერესების პოვნა ურთიერთობას მეტად მრავალფეროვანს გახდის.

საიდუმლო თაყვანისმცემელს (‘ქრაში’):

რომანტიკული ურთიერთობების მსურველებს შეუძლიათ შექმნან ‘ქრაშების’ სია, სადაც დაამატებენ მაქსიმუმ 9 პოტენციურ კანდიდატს. თუ Facebook-ისა და/ან Instagram–ის ორი მომხმარებელი ერთმანეთს ‘ქრაშის’ პერსონალურ სიაში მოიხსენიებს, ისინი მიიღებენ შეტყობინებას – „თქვენი მეწყვილე ნაპოვნია!“. თუმცა, თუ თქვენ მიერ მითითებული პიროვნება არ შექმნის მსგავს სიას ან შექმნის და თქვენ  არ მოგიხსენიებთ, მაშინ ის თქვენი დაინტერესების შესახებ ინფორმირებული არ იქნება.

ღონისძიებებსა და ჯგუფებს:

Facebook მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს გაიგოს პოტენციური პარტნიორი რომელი ჯგუფის წევრია ან/და რა ღონისძიებებს ესწრება ის.

ვირტუალურ პაემნებს:

სურვილის შემთხვევაში, ვიდეო ზარის განხორციელებით ვირტუალური პაემნის მოწყობაცაა შესაძლებელი.

პარტნიორის პოვნა რთული პროცესია, რის გამოც კომპანია უსაფრთხოებასა და პერსონალური მონაცემის დაცვას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, მომხმარებლის საჯარო და კერძო (პარტნიორის პოვნის პროცესი) აქტივობები ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნული იქნება. Facebook-ს სურს წაახალისოს საინტერესო ურთიერთობები და შექმნას კომფორტული გარემო ყველასთვის.

საქართველოს მომხმარებელი, ჯერჯერობით, ვერ ისარგებლებს Facebook-ის განახლებული ფუნქციით.

წყარო: about.fb.com