პარიზში პიბადეების ტარება სავალდებულო ხდება

©BBC

საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება პარიზსა და მის შემოგარენში სავალდებულო ხდება. აღნიშნული შეზღუდვა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

გასული კვირის მონაცემებით, საფრანგეთში ახალი შემთხვევების რიცხვი 7 379-მდე გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვანებელია. ,,წითელი ზონების” რაოდენობა კი ქვეყანაში 2-დან 21-მდე გაიზარდა.

ახალი რეგულაციების მიხედვით, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ფეხით, ველოსიპედით ან სკუტერით გადაადგილდება. გამონაკლისს წარმოადგენენ ისინი, ვინც სირბილს ან ველოსიპედს ფიზიკური ვარჯიშის მიზნით მიმართავენ. შეზღუდვა, ასევე, არ ვრცელდება 11 წლამდე ასაკის ბავშვებზე.

მიუხედავად გასულ კვირებში ინფექციის მზარდი მაჩვენებლისა, საფრანგეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავაც დაბალია. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 300 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა, საიდანაც გარდაცვალებულთა რიცხვი 30 500-ს აღწევს.