ნინო სალუქვაძე – ოლიმპიური თამაშების ისტორიაში

ქართველი სპორტსმენი ნინო სალუქვაძე, მიზანში სროლის სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მეცხრედ იასპარეზებს ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2020 წელს ტოკიოში გაიმართება. მომდევნო ოლიმპიურ თამაშში მონაწილეობის ლიცენზია მან პეკინში გამართულ ტყვიის მსროლელთა მსოფლიო თასზე მოიპოვა. პნევმატური პისტოლეტით მსროლელთა შეჯიბრის ფინალში მან მეხუთე ადგილი დაიკავა, თუმცა, იმ მიზეზით, რომ მასზე უპირატესი ქულის მქონე მონაწილეებს უკვე ჰქონდათ უფლება მონაწილეობა მიეღოთ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ნინო სალუქვაძე ავტომატურად მოხვდა ლიცენზიანტთა შორის.
 
ამ გამარჯვებით ნინო იქნება პირველი ქალი ათლეტი, რომელიც მეცხრედ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში.
 
ნინო სალუქვაძე, ასევე, არის პირველი დედა, რომელმაც თავის შვილთან, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად, საქართველოს სახელით, მიზანში სროლაში მონაწილეობა მიიღო 2016 წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე რიო-დე-ჟანეიროში.
 
წყარო: ISSF