2020 წლის პირველ ნახევარში, ნორვეგიის სიმდიდრის ფონდმა, 21 მილიარდი დოლარით იზარალა, – ამის შესახებ ნორვეგიის ცენტრალურმა ბანკმა სამშაბათს განაცხადა. ფონდი ნორვეგიული ნავთობის გაყიდვიდან შემოსული თანხით ფინანსდება და მისი ფინანსური პორტფოლიოს 69.9%-ს ფასიანი ქაღალდები შეადგენს. ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ფასიანი ქაღალდები 6.9%-ით გაუფასურდა.
„ეს წელი ოპტიმისტურად დაიწყო, მაგრამ ფასიანი ქაღალდების ბაზრის მდგომარეობა შეიცვალა, როცა კორონავირუსი გლობალურად გავრცელდა. თუმცა, საფონდო ბირჟაზე ფასების სწრაფი ვარდნა სხვადასხვა აქტორების მიერ მონეტარულმა და ფინანსურმა ჩარევებმა უკუაგდო“, – ამბობს ტრონდ გრანდე, ნორვეგიის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი ხელმძღვანელის მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ უარყოფითი შედეგი აჩვენა უძრავი ქონების სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციებმაც, რომლებიც ფონდის პორტფოლიოს 2.8%-ს შეადგენს.