მთვარის გეოლოგიის გამოსაკვლევად ჩინეთმა ორბიტაზე მისია გააგზავნა

© CNSA

ჩინეთმა მთვარის ორბიტაზე Chang’e-5 მისია გაუშვა, რომელიც თანამგზავრის ზედაპირზე არსებულ ნიადაგს ნიმუშის სახით დედამიწაზე ჩამოიტანს.

NASASpaceflight-ის ცნობებით, მისია მთვარეზე 29 ნოემბრისთვის დაჯდება, კერძოდ Mons Rumker, რომელიც ვულკანური აქტივობების სიხშირითა და თავისი ახალგაზრდა ნიადაგით გამოირჩევა. კონკრეტული რეგიონიდან აღებული სინჯები მთვარის გეოლოგიის გამოკვლევის ახალ გზებს იძლევა. ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ მთვარეზე განხორციელებული მისიების ისტორიაში, Chang’e-5 ყველაზე ახალგაზრდა ნიადაგის ფენებს შეკრებს და გამოიკვლევს.

Chang’e-5 მისია დედამიწაზე 15 დეკემბერს დაბრუნდება და სავარაუდოდ ორ კილოგრამამდე საკვლევ მასალას ჩამოიტანს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროცესი NASA-ს 1972 წლისა და საბჭოთა კავშირის 1976 წლის Luna 24 მისიის შემდეგ არ განხორციელებულა და წარმატების შემთხვევაში, იგი მსოფლიო დონის მიღწევა იქნება.