ივანკა ტრამპი: ქალები გლობალური სტაბილურობის გარანტები არიან

მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის გაძლიერებისათვის თეთრ სახლს აქვს ახალი გეგმა, რომელიც მიზნად ქალების დასაქმებას ისახავს.

გრეი ტელევიჟენის ვაშინგტონის ბიუროს უფროსმა, ჟაკლინ პოლიკსატრომ, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან, ივანკა ტრამპთან, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ქალების გლობალურ განვითარებასა და კეთილდღეობის ინიციატივის შესახებ (W-GDP შემოკლებით).

“გვსურს, რომ ჩვენ მიერ გაწეული უცხოური დახმარება პირდაპირ კორელაციაში იყოს მიზანთან, რომელიც ბენეფიციარი კომპანიების განვითარების ფაზიდან დამოუკიდებლობის ფაზაზე გადასვლას გულისხმობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის მისაღწევად საუკეთესო გზა ქალებისთვის წარმატების მიღწევაში დახმარება და მათი ეკონომიკურად გაძლიერებაა.” – განაცხადა ტრამპმა.

“ჩვენ ვართ მოხარულნი, რადგან ვნერგავთ პირველ ყოვლისმომცველ სამთავრობო მიდგომის მქონე ინიციატივას, რომელიც ზემოაღნიშნულის განხორციელებაში დაგვეხმარება.” – ივანკა ტრამპი