NATO-ს შუამავლობით, საბერძნეთი და თურქეთი შეთანხმდნენ უსაფრთხოების ზომებზე, რომელთა უშუალო მიზანი ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებაა. გარდა ამისა, შეთანხმება ცხელი ხაზის შექმნას მოიცავს, რათა სერიოზული კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში, მოხდეს დაპირისპირებული მხარეების შეჩერება.
Copyright – AFP/Greek defense ministry
ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები მაშინ დაიძაბა, როდესაც თურქეთმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ნახშირწყალბადის ენერგიის პოტენციური მარაგების გამოკვლევა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ორივე დაპირისპირებული მხარე ზღვის კონკრეტულ ნაწილს საკუთარ ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონად განიხილავს, რამაც დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა.
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, კონკრეტული შეთანხმება ერთგვარ უსაფრთხოების მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც რეგიონის ფარგლებში დიპლომატიური მოლაპარაკებებისათვის ნიადაგის მომზადების საშუალებას იძლევა.