თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, წინა თვეში შემცირების შემდეგ, ფასების ზრდა თვიურ ჭრილშიც აჩქარდა და სეზონურად შესწორებული გაწლიურებული მაჩვენებელი,წლიური ინფლაციის მსგავსად, 12.8% იყო. აღსანიშნავია, რომ თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზრებზე ბენზინის,ხორბლისა და ბუნებრივი აირის ფასებმა 2014 წლის შემდეგ, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ამასთან, რუსეთის მიერხორბალზე გაზრდილმა საბაჟო გადასახადმა ინფლაციური წნეხი გააძლიერა. პროდუქტების ჭრილში, თვიურინფლაციაში მთავარი წვლილი პურზე, ბოსტნეულსა და ზეთზე მოდიოდა. რაც შეეხება ფასების სხვა ინდექსებს, ბოლოხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, სექტემბერში მათი დინამიკა არაერთგვაროვანი იყო.

მთლიანობაში, აღნიშნული ფაქტორებისა და რეგიონებში ბიზნესისათვის გაზის ტარიფის მოსალოდნელი ზრდისგათვალიწინებით, 2021 წლის ბოლოსთვის თიბისი კაპიტალმა საკუთარ პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედადა დეკემბერში ფასების დაახლოებით 14.5%-ით მატებას ვარაუდობს. ამასთან, 2022 წლისთვის საბაზო სცენარი კვლავსამიზნესთან ახლო ინფლაციას ითვალისწინებს.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზს თიბისი კაპიტალი უცვლელად ინარჩუნებს, ვინაიდან ინფლაციაზეყველაზე ძლიერად მოქმედი ფაქტორი ლარია და იმ დაშვებით, რომ მსოფლიო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტებისმორიგი „სუპერციკლი“ 2022 წელს არ დაფიქსირდება, სტაბილური ლარის პირობებში ცალკეული პროდუქტებისფასების ზრდა ჯამურად მაღალ ინფლაციას ვერ გამოიწვევს. ასევე საყურადღებოა, რომ ლარის გრძელვადიანიგანაკვეთები მოკლევადიანზე ნაკლებია, რაც ბაზრის მონაწილეების მიერ რეფინანსირების განაკვეთის ასევე შემცირებისმოლოდინებს ასახავს. თიბისი კაპიტალის პროგნოზის მიხედვით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შერბილება2022 წლის მე-2 კვარტალში უნდა დაიწყოს.

ოქტომბერში არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ოდენობა 21.5%-ით ან 113.1 მილიონი ლარით შემცირდა. სავარაუდოდ, ამის ძირითადი მიზეზი არჩევნების შემდგომი გაუფასურებისმოლოდინები და აშშ-ის 10 წლიან ფასიან ქაღალდებზე განაკვეთის ზრდა იყო, რადგან, ისტორიულად, ლარისსაპროცენტო განაკვეთის მიუხედავად, სწორედ აშშ-ის 10 წლიანი ფასიანი ქაღალდების განაკვეთი უფრო მნიშვნელოვანიგანმსაზღვრელი ფაქტორია.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 8 ნოემბრის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე