თბილისში პირველი გასტროპაბი გაიხსნა

თბილისში ერთადერთი გასტროპაბის, “GOYA”-ს ოფიციალურად გახსნის ღონისძიება გაიმართა. გასტროპაბ “GOYA”-ს შემქმნელები მსოფლიო სტუმართმოყვარეობის ბიზნეში 40 წლიანი გამოცდილების მქონე ჯგუფი Mint Leaf Group–ია, რომელიც რესტორნებს ამუშავებს ლონდონსა და დუბაიში. Mint Leaf Group-ის პირველი ინვესტიცია საქართველოში სამ მილიონ ლარს შეადგენს.

“GOYA”-ს გახსნის ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ცნობადი სახეები და კულინარიის ექსპერტები. GOYA-ში სტუმრებს გამოცდილი შეფ-მზარეული, პრადიფ ჰულარი გაუმასპინძლდა. მან სტუმრებს თავისი ცოდნითა და დახვეწილი უნარებით საქართველოს GOYA-სთან ერთად მთელი მსოფლიოს ინოვაციურ კერძები გააცნო. “GOYA”-ს კულინარიული შეთავაზება ასევე მოიცავს განახლებულ ტრადიციულ ქართულ კერძებს.

როგორც რესტორნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მთელს მსოფლიოში გასტოპაბის კონცეფცია ძალიან საინტერესო და მიმზიდველია, საქართველო კი სტუმართმოყვარეობით გამორჩეული ქვეყანაა, ამრიგად, ეს უნიკალური კონცეფცია, ვფიქრობთ, თბილისში ახალ და განსხვავებულ გარემოს შექმნის გურმანებისთვის.

„ჩვენი მიზანია, გასტრონომიულ ბიზნესში ინვესტირებით, გავაუმჯობესოთ სტუმართმოყვარეობის ბიზნესი და ხელი შევუწყოთ ადამიანების ცხოვრების სტილის შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას“, – ამბობს გასტროპაბ GOYA-ს ბრენდ-მენეჯერი სოუბაგ ვეერი.

გასტროპაბი წარმოადგენს მაღალი ხარისხის რესტორნისა და პაბის ჰიბრიდულ შენაერთს, რომელიც მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე, სადაც მათ შეუძლიათ მიირთვან განსხვავებული და უნიკალური საკვები, დესერტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები.