ზვიგენთა სახეობა, რომელიც მწვანედ ანათებს

ზვიგენი Scyliorhinus retifer, რომლის საარსებო გარემოც ზღვის სიღრმეებია, ზვიგენ Cephaloscyllium ventriosum ერთად ერთადერთია, რომლის კანიც მწვანედ ანათებს. მეცნიერთა ახალმა კვლევებმა ფლუორესცენციის გამომწვევი მიზეზი ახსნა.

ზღვის მედუზები ყველაზე ცნობილი ფლუროსცენტული არსებებია, რომლებიც ცისფერ და მწვანე ნათებას გამოსცემენ. სწორედ მათი ცილები გამოიყენეს მკვლევრებმა ზვიგენთა ცილების შესადარებლად. ექსპერიმენტისას მეცნიერებმა ზვიგენთა კანიდან ამოღებული ნაერთები გამოიკვლიეს, თუმცა ნათება ცილებთან არანაირ კავშირში არ აღმოჩნდა. ნათების მიზეზი ამინომაჟავა ტრიპტოფანის უცნაურად დაშლის პროდუქტია. ცხოველებში ტრიპტოფანის უმეტესი ნაწილი ხმარდება ცილების შექმნას, მაგრამ ზოგიერთი მათგანი გადაიქცევა ნაერთ კინურენინად, ანუ ტრიპტოფანის ფერმენტაციული დაშლის შუალედურ პროდუქტად.

ოკეანის ლურჯი წყლის შეფერილობის ქვეშ კინურენინი მწვანედ ჩანს. რადგანაც ზვიგენთა ეს სახეობა ოკეანეების სიღრმეებში ბინადრობს. ნათება მათ შეიძლება დაეხმაროთ ერთმანეთის ან პოტენციური პარტიორის ამოცნობაში, რადგან მამრებსა და მდედრებს აქვთ ფლუორესცენტობის სხვადასხვა ფორმა. ამ ნაერთებს, ასევე, შეუძლიათ ზვიგენების დაცვა სხვადასხვა ბაქტერიებისგან, რომელიც ოკეანის ბსკერზე გვხვდება.