კარლოსი ტაიპეში ვიზიტის დროს გამაცნეს, და მან ქალაქის დათვალიერება შემომთავაზა. ის წელიწადზე მეტ ხანს მუშაობდა და ცხოვრობდა ქალაქში, შესაბამისად მისი ცოდნა – სად უნდა ჭამო, რა უნდა ნახო და სად შეიძლება ცოცხალი მუსიკის ნახვა ბევრად აღემატებოდა ჩემსას. ღამის მარკეტზე სეირნობისას, მის კვლევაზე დავიწყეთ საუბარი, რომელსაც ის ტაიპეის უნივერისტეტში ახორცილებდა, სანამ ბრაზილიაში დაბრუნდებოდა
–“რა კურსი უნდა ასწავლო შემდეგ სემესტრში?”– ვკითხე მე.
–“მეოცე საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკა მხატვრული ფილმების მეშვეობით”.
ტაიპეიში ვიზიტის შემდეგ და ჩემი ჰონკონგის უნივერსიტეტში მუშაობის მიწურულს, შევამჩნიე, რომ უფრო და უფრო მეტს ვფიქრობდი გენდერულ თანასწორობაზე და მსოფლიოს მასშტაბით ქალების მიერ დაწყებულ პროტესტებზე . #Me-toos (#მეც) და #GlassCeilings (#შუშის სახურავებზე). ჩემი ყურადღება პატარა რაღაცებმა მიიპყრო – კომენტარებმა, რომელსაც ან კამპუსზე ვისმენდი, ან სავახშმოდ გამზადებული მაგიდების გარშემო. კომენტარებმა როგორც: “30 წლის მერე გაახსენდა გაუპატიურება?” ან “ძალიან შორს მიდის ეს უკვე – კოლეგასთან ფლირტიც კი აღარ შეიძლება”.
საპასუხოდ, ინტერვიუების სერია დავიწყე, რომელსაც “საუბრები ქალებთან” დავარქვი და აღმოვჩნდი ისეთი ქალების გარემოცვაში, რომლებიც სიძლიერეს და წარმატებას ასხივებდნენ გარედან, შიგნიდან კი ხშირად არარეალურ მოლოდინებს ებრძვიან. “რა კარგია, მხოლოდ 2 კვირიან დეკრეტში გადიხარ. რა მაგარი ქალი ხარ!”
ტაიპეიში კარლოსთან დიალოგი გავიხსენე და თან გავიფიქრე – კარგი იქნებოდა ბავშვობიდან რომ ვასწავლიდეთ გოგოებს და ბიჭებს თანასწრობას. და ეს ყველაფერი, რომ ვასწავლოთ კინოებით, კადრებით, რომელშიც საკუთარ თავებს იპოვნიან.
კარგად მახსოვს სამი ფილმი, რომელიც სკოლაში მანახეს. კანადაში რომ გადავედი, პირველი “It’s a Wonderful Life” (“ეს მშვენიერი ცხოვრება”) იყო ინგლისური ენის გაკვეთილზე. შინდლერის სიას ისტორიის გაკვეთილზე ვუყურე და Basketball Diaries (“კალათბურთელის დღიურები”) ჩვენებაზე ნარკომოხმარების საფრთხეებზე გვესაუბრეს.
რა ფილმები უნდა აჩვენო, რომ წამოიწყო საუბარი ქალის ან გოგოს ცხოვრებაზე? და, საერთოდ, რა არის ფემინისტური ფილმი? რომელი ტესტი უნდა გაიაროს ფილმმა, რომ ფემინისტურად ჩაითვალოს? ბეშდელის ტესტი – (ტესტი, ალისონ ბეშდელმა მოიგონა, რომელიც იკვლევს ამა თუ იმ ფილმს, ჰყავს თუ არა მინიმუმ ორი ქალი პერსონაჟი და არის თუ არა ერთი სცენა მაინც, სადაც ისინი ერთმანეთში საუბრობენ კაცების გარდა. და თან ამ სცენაში არ საუბრობენ კაცებზე.) თუ მაკო მორის ტესტი – (ტესტი, დაფუძნებულია გილერმო დელ ტოროს “Pacific Rim” პერსონაჟზე და იკვლევს, ჰყავს თუ არა ფილმს ერთი ქალი პერსონაჟი მაინც, რომელსაც თავის ნარატივი აქვს და ეს ნარატივი არ ეფუძნება კაცის ისტორიას).
ორივე ტესტი კარგი ინდიკატორია იმის, თუ როგორ უნდა შეარჩიო ფილმი შაბათ- კვირისთვის, მაგრამ ძალიან ვიწროა იმისთვის, რომ ყველა არსებული ფილმი ცუდ და კარგ კატეგორიებში გადაანაწილო.
ჩემი მოგონილი გაკვეთილის / საგნის მიზანი კი იმის ილუსტრაცია უნდა იყოს, რომ ყველა თანასწორნი ვართ. ის, რომ ადამიანები სქესის მიხედვით კი არა, მათი პიროვნული თვისებების მიხედვით უნდა შევაფასოთ. მაგრამ რეალობა ჯერ არაა ასე მოწყობილი. ჩემს სიაში არჩეული ფილმები იწყება თინეიჯერი გოგოებით, რომლებიც ცდილობენ გაიგონ, თუ რას ნიშნავს იყო გოგო და შემდგომ გავემგზავრებით იმ გოგოების ისტორიებში, რომლებიც იბრძოდნენ და იბრძვიან თანასწორობისთვის და, შემდგომ გადავინაცვლებთ სამეცნიერო ფანტასტიკის დარგში, რადგან ხანდახან მისაბაძი ქალები მხოლოდ მანდ მოიპოვება. რა თქმა უნდა, არაფერი გიშლით ხელს, რომ შემომიერთდეთ ჩემს გამოგონილ გაკვეთილში თქვენი სახლის ეკრანის (ან კომპიუტერის) მეშვეობით.
Girlhood, 2014, France სამეგობრო, 2014, საფრანგეთი ჰოლივუდის ფილმები, რომლებიც თინეიჯერი გოგოს ცხოვრებაზე ჰყვებიან, ძირითადად, ერთი ნარატივის გარშემო ტრიალებენ. გოგომ გაიცნო ბიჭი, მათ ხვდებათ დაბრკოლებები, ყველაფერი კი კარგად მთავრდება. ეს ფილმები, მიუხედავად იმისა, რომ კარგად გვაგრძნობინებენ თავს, ზედაპირულები არიან. სინამდვილეში, თინეიჯერობის პერიოდი უმრავლესობა გოგოებისთვის ბევრად განსხვავებულია. ფილმი, პარიზის ღარიბ უბანში გოგოების სამეგობროზე გვიყვება – ქუჩის ჩხუბები, სასტუმროს ნომერში შეხვედრები, უაზრო ხეტიალი სავაჭრო მოლებში. მთავარ როლს უშეცდომოდ ასრულებს კარიდჯა ტურე.
A Girl Walks Home Alone at Night, 2014, USA გოგონა ღამით მარტო ბრუნდება სახლში, 2014, ამერიკა მუსიკა ცხოვრების აუცილებელი ნაწილია, როცა ახალგაზრდა ხარ. 4 წუთიან სიმღერას შეუძლია უფრო მეტი აუხსნას თინეიჯერს მსოფლიოზე, ვიდრე 400 გვერდიან სასკოლო წიგნმა. A Girl Walks Home Alone at Night გვიყვება ისტორიას ვამპირ გოგოზე, რომელიც სკეიტბორდით ირანის ერთ-ერთ ქალაქში დაიარება და კაცებს, რომლებიც ქალებზე ძალადობენ, სჯის. შავ თეთრი, საუკეთესო მუსიკით, ეს ფილმი ბევრად მირჩევნია იმ უფრო ცნობილ ვამპირების ფილმს (twilight).
Roma, 2018, Mexico რომა, 2018, მექსიკა მხოლოდ Roma-ს ყურების შემდეგ მივხვდი, რომ ალფონსო კუარონ ფემინისტია. Roma მოგვითხრობს ძიძაზე, რომელიც ქალაქ მექსიკის მდიდრულ უბანში მუშაობს , 1970 წლებში. ეს არის რეალური ისტორია კუარონის ძიძაზე, ქალზე მექსიკის შორეული სოფლიდან. ამბავი ერთზე და, ამავდროულად, ყველაზე. ისტორია, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ძიძაზე ფილიპინებიდან, ინდონეზიიდან ან, თუნდაც, საქართველოდან.
Faces Places, 2017, France სახეები ადგილები, 2017, საფრანგეთი ყველა ფილმი, გადაღებული ბრწყინვალე აგნეს ვარდასით, იმსახურებს ყოფნას ამ სიაში. აგნეს, დაბადებით ბელგიელი, ფრანგული “ახალი ტალღის” დედოფალია. ყველა, როგორც წესი, იწყებს Cleo from 5 to 7 (კლეო 5-დან 7-დე) ყურებით. მაგრამ ამ მოგონილი საგნის ფარგლებში, მე ბოლოდან დავიწყებ – მისი ბოლო დოკუმენტური ფილმით, Faces Places. ფილმი ასახავს მის თავგადასავლებს მხატვარ JR-თან ერთად. ისინი საფრანგეთის პატარა ქალაქებში დადიან და ჩვეულებრივ ადამიანებს კედლის ფრესკებში აქცევენ. ფილმის ბოლოს პორტის თანამშრომლების ცოლებს რომ დაინახავთ , მიხვდებით, თუ რატომ ეძახიან ვარდას მეოცე საუკუნის ქალების ხმად.
შემდეგი ექვსი ფილმი დაასრულებს ამ საგანს:
Spirited Away, 2001, Japan
მოჩვენებების მიერ გატაცებულნი, 2001, იაპონია
When a Woman Ascends the Stairs, 1960, Japan
როდესაც ქალი კიბეზე ადის, 1960, იაპონია
Water, 2005, Canada
წყალი, 2005, კანადა
4 Months, 3 Weeks and 2 Days, 2007, Romania
4 თვე, 3 კვირა და 2 დღე, 2007, რუმინეთი
Suffragette, 2015, UK
სუფრაჟისტები, 2015, ბრიტანეთი
Mad Max: Fury Road, 2015, USA
შეშლილი მაქსი, 2015, ამერიკა
A touch of Sin, 2013, China*
ცოდვის შეხება, 2013, ჩინეთი
Revenge, 2017, France*
შურისძიება, 2017, საფრანგეთი
*ამ ბოლო ორ ფილმს R რეიტინგი აქვს (სისხლიანი ძალადობისთვის, სექსის სცენებისთვის და ნარკოტიკის მოხმარებისთვის). ყურება რეკომენდირებულია 16 წლის ზემოთ.