საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, რადიკალური ისლამის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი ხედვა წარმოადგინა. მისი განცხადებით, გეგმის მთავარი ობიექტები ის ორგანიზაციები და ინდივიდები იქნებიან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საფრანგეთის რესპუბლიკის ერთიანობასა და სეკულარულ ღირებულებებს.
ემანუელ მაკრონმა გამოსვლაში ყურადღება მთავარ გამოწვევებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათი მთავარი მიზანია შეაჩერონ ადამიანები, რომლებიც რელიგიის სახელით მოქმედებენ და დაიცვან ისინი, ვისაც სწამთ ისლამის და არიან სახელმწიფოს სრულფასოვანი მოქალაქეები.
საფრანგეთის პრეზიდენტის ახალი ინიციატივის თანახმად, რელიგიური მიკუთვნებულობის გარეგნული გამოხატულება აიკრძალება სკოლებსა და საჯარო სივრცეებში. მისი თქმით, აღნიშნული კანონი არ ეხება მხოლოდ მუსლიმ მოსახლეობას და თანაბარ მდგომარეობაში აყენებს ყველა რელიგიის წარმომადგენელს. ემანუელ მაკრონმა საკუთარ გამოსვლაში, ასევე, ახსენა, რომ სეკულარიზმი გაერთიანებული საფრანგეთის მთავარ ბურჯს წარმოადგენს და გაიხსენა 1905 წლის კანონი სეკულარიზმის შესახებ, რომელიც ნებას რთავდა ყველას, აერჩია საკუთარი რელიგიური აღმსარებლობა, თუმცა რელიგიური მიკუთვნებულობის აშკარა გარეგნული გამოხატულება დაუშვებელი იყო სკოლებსა და საჯარო სივრცეებში. როგორც ჰიჯაბის ტარება უკვე დიდი ხანია აკრძალულია ფრანგულ სკოლებსა და სამუშაო სივრცეებში.