ავტორი: გვანცა კიკალიშვილი
2 წლის წინ, როცა ფინკა ბანკის გუნდს შემოვუერთდი, ამ კომპანიის გენდერული პროექტების შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. დღეს ამაყი და ბედნიერი ვარ, რადგან ვმუშაობ გარემოში, სადაც მაღიარებენ, პატივს მცემენ და მენდობიან ჩემი პროფესიონალიზმის და არა სქესის გამო, სადაც ჩვენ ერთად ვქმნით დისკრიმინაციისგან, სექსუალური და სხვა ნებისმიერი სახის შევიწროებისგან თავისუფალ გარემოს, სივრცეს, რომელიც აგებულია თანაბარ შესაძლებლობებსა და ადამიანის უნარების წარმოჩენაზე.
ფინკა ბანკი ფინკას გლობალური ქსელის ერთ-ერთი ქვეყანაა. ეს არის ფინანსური ორგანიზაციების ერთობა მსოფლიოს 20 ქვეყანაში. მათი უმრავლესობა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მისიას ემსახურება. ფინკას მენეჯმენტს სჯერა, რომ წარმატების მიღწევისთვის ქალების გაძლიერება ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ფაქტორები, მაგალითად, რესურსების სწორად განაწილება, ეფექტური მართვა და სხვა.
რატომ არიან ქალები ასე მნიშვნელოვანი?
მსოფლიო ბანკის შეფასებით, საწარმოებში, სადაც მეტი ქალი მენეჯერია, 42% -ით მეტია გაყიდვები, 22% -ით მეტია პროდუქტიულობა და 39%-ით მეტია მომხმარებელთა კმაყოფილება. ცნობილია, რომ კომპანიები, სადაც ქალები წარმოდგენილები არიან მენეჯმენტში, უფრო წარმატებული არიან და აწვდიან მომხმარებლებს უკეთეს სერვისებს. ზედა რგოლებში გენდერული ბალანსი იწვევს ამ ბალანსს ქვედა რგოლებშიც. სწორედ ამ ინსაიტით, 2018 წლის ივნისში, ფინკაში ქალთა გაძლიერების გლობალური სტრატეგია შეიქმნა. დოკუმენტის მიზანია უზრუნველყოს ისეთი სამუშაო გარემო, სადაც ორივე სქესი თანაბრად ჩართულია პროცესებსა და გადაწყვეტილების მიღებაში. 2019 წელს ფინკას ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, 5 მნიშვნელოვანი მიმართულება გვაქვს:
ინკლუზიური კულტურის გაძლიერება
ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა
ტალანტების მენეჯმენტი
ანაზღაურების განსხვავების გამოწვევის დაძლევა
ქალებისთვის შექმნილი სერვისების გაძლიერება
საქართველოში ფინკა ბანკის 21 წლიანმა მუშაობამ დაგვანახა, რომ ქალები პასუხისმგებლობით ეკიდებიან ბანკთან ურთიერთობას, ყოველთვის დროულად იხდიან სესხის ვალდებულებებს, არიან ორიენტირებული დაზოგონ (დეპოზიტზე დააგროვონ თავიანთი შემოსავლის ნაწილი) და არიან თავიანთი ბიზნესების თუ მცირე მეურნეობების წარმატებული მენეჯერები.
ფინკა ბანკის ქალთა გაძლიერების პროექტები
ფინკა ბანკი უკვე 21 წელია საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდამჭერია. გვჯერა, რომ ქალების გაძლიერებით ვაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკას, ამდენად ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პარალელურად, რეგულარულად ვატარებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის ტრენინგებს, სწავლებებს, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ფარგლებში ვგეგმავთ ფინკა ბანკის ქალთა კლუბის დაარსებას.
ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა ყველა დონეზე ფინკა ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ფინკა ბანკში გვაქვს პირადი განვითარების პროგრამები თანამშრომლებისთვის, როგორც ინსტრუმენტი, მუშაობის პარალელურად, შეიძინონ ახალი უნარები, დანერგილია და ხორციელდება მენტორობის და ლიდერობის პროგრამები, ყოველწლიურად ტარდება სწავლებები და ტრენინგები გენდერულ თანასწორობასა და სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების შესახებ. გლობალურ დონეზე დანერგილია ანონიმური საკომუნიკაციო არხი, სადაც შესაძლებელია შეტყობინების გაგზავნა.
ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობა და კეთილდღეობა არის ქალთა გაძლიერების და მათი უფლებების რეალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა და ამიტომაც, გვსურს, ხელი შევუწყოთ სწორედ ქალთა ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და მათთვის ბიზნეს-უნარების სწავლებასა თუ მათი არსებული ბიზნესების განვითარებას.
ფინკა ბანკში მიღწეული შედეგებით ყველა ერთად ვამაყობთ, მაგრამ აქვე ვხედავთ, კიდევ რამდენად ბევრია გასაკეთებელი საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
ფინკა ბანკის მონაცემები ციფრებში
ფინკას გლობალური ქსელის მენეჯმენტში აღმასრულებელ დონეზე 3 ქალიათანამშრომელთა 57% ქალიასაშუალო რგოლის მენეჯერების 43% ქალიამომხმარებლების 47 % ქალია, ბოლო 3 წლის განმავლობაში ეს ციფრი სტაბილურია
ცვლილებები, რომელიც ფინკას გლობალურ ქსელში გენდერული მიმართულებით განხორციელდა
ფინკას 20-ვე წევრ ქვეყანას აქვს გენდერული გაძლიერების სტრატეგია და კონკრეტული მიზნებიფინკას 3 ქვეყანაში უკვე შეიქმნა სპეციალურად ქალებისთვის განკუთვნილი პროდუქტები, ავღანეთში არის სპეციალური სერვის ცენტრი ქალებისთვის 2019 წელს დაინერგება დისტანციური სწავლების კურსი ქალთა გაძლიერების თემაზე.
ანდრე სიმონი
FINCA Impact Finance-ის აღმასრულებელი დირექტორი
„ფინანსურ ჩართულობაში გენდერული უთანასწორობის დასაძლევად ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ქალებს და კაცებს აქვთ განსხვავებული ფინანსური საჭიროებები. სწორედ ამიტომ ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ქალებზე ორიენტირებული პროდუქტების და სერვისების შექმნა, რომლებიც გააძლიერებს ქალ მეწარმეებს, ფერმერებს, რაც აძლიერებს საზოგადოებას”.