ბერლინალეს ორგანიზატორების განცხადებით, 2021 წლიდან ვერცხლის დათვის ნომინაციები გენდერულად ნეიტრალური იქნება. საუკეთესო მსახიობი ქალისა და საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციები გაუქმდება და მსახიობები ვერცხლის დათვს საუკეთესო მთავარი და მეორეხარისხოვანი როლების შესრულებისთვის მიიღებენ.
,,სამსახიობო პრიზების გაერთიანება და არა დაყოფა სქესის მიხედვით, ერთგვარი სიგნალია კინოინდუსტრიაში…“ – ამბობენ ფესტივალის დირექტორები – მარიეტე რისენბეკი და კარლო შატრიანი.
ბერლინალე 2021, რიგით 71-ე კინოფესტივალი, 11-21 თებერვალს გაიმართება. წლევანდელი ფესტივალი პანდემიამდე ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გერმანიაში. ფესტივალის დირექტორების თქმით, მომავალი წლის ღონისძიება ჩვეულ ფორმატში ჩატარდება, ხოლო ევროპული კინობაზარი (EFM) ნაწილობრივ ვირტუალური ფორმატით იგეგმება.