ავტორი: გვანცა კიკალიშვლი
2016 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 23,4 % საერთოდ არ ინახავს ფულს, ანუ თითქმის ყოველი მეოთხე ადამიანი არ აკეთებს დანაზოგს. გამოკითხული 1 100 მოქალაქიდან მხოლოდ 16,8 % აქვს დეპოზიტი ბანკში. რაც ყველაზე საინტერესოა, 42% ფულს სახლში ინახავს ან ოჯახის წევრს აბარებს შესანახად. კვლევა ევროპული ფონდის სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისათვის განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერით განხორციელდა და მისი წარდგენის დროს საზოგადოება შეთანხმდა, რომ დაზოგვის კულტურის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მნიშნელოვანი გამოწვევაა.
ჩემი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის მანძილზე ბევრ სხვადასხვა თემაზე მიფიქრია, მიმუშავია, მაგრამ არსებობს თემები, რომლებიც სუბიექტურად თუ ობიექტურად, ძალიან მიყვარს. სწორედ ასეთია დაზოგვის თემა, რადგან მჯერა, რომ ეს თემა თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
საქართველოს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ არსებობს ბევრი გამოწვევა, რაც ხელს გვიშლის გრძელვადიანი მიზნების დასახვასა და შემდეგ მათ განხორციელებაში. იმ გარემოში, სადაც ხშირად გვიჭირს ხვალინდელი დღის დანახვაც კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენც და ჩვენი შვილებიც ფიქრობდნენ უკეთესზე და ვაგროვებდეთ და ვზოგავდეთ მომავლისთვის.
ერთ–ერთი მიმართულება, რომელზეც ახლა ფინკა ბანკში ვმუშაობთ, დაზოგვის კულტურის ამაღლებას უკავშირდება და დეპოზიტის მნიშვნელობას საინტერესოდ და განსხვავებულად წარმოაჩენს.
ფინკა ბანკი – დეპოზიტი საუკეთესო საჩუქარია
დიახ, დეპოზიტი არის საუკეთესო საჩუქარი ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, განსაკუთრებით კი, ბავშვისთვის. კალენდარზე ივნისია, 1 ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ბავშვზე ზრუნვა ჩვენთვის, მშობლებისთვის ბევრ რამეს ნიშნავს და მიხარია, რომ აუცილებელი გასაკეთებლების ჩამონათვალში უკვე ბავშვისთვის დეპოზიტის გახსნაც არის. ფინკა ბანკში საბავშვო დეპოზიტი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია, ჩვენი თანამშრომლებიც და მომხმარებლებიც მას აქტიურად იყენებენ და ეს მაძლევს ამ ოპტიმიზმის საფუძველს. ბავშვები ყველაზე კარგად ზოგავენ ფულს და პასუხისმგებლობით ეკიდებიან თანხას. გირჩევთ, აჩუქეთ დეპოზიტი თქვენს შვილებს – გახსენით დეპოზიტი მათთან ერთად ფინკა ბანკში და ანახეთ, რომ ბანკთან ურთიერთობა სწორედ დაგროვებით იწყება.
ანა მარტიაშვილი, ფინკა ბანკის ბიზნეს ანალიტიკოსი
დაზოგვა არის თვისება, წესი, ჩვევა, რომელიც ადამიანებს უნდა გვქონდეს გამომუშავებული. არ უნდა დაველოდოთ „ზედმეტი“ ფინანსების გაჩენას, რომელსაც გადავდებთ სამომავლო გეგმებისთვის. ასეთი ეტაპი უმეტესობა ადამიანების ცხოვრებაში არ დგება. უნდა ვისწავლოთ დაზოგვა იმ ფინანსებიდან, რაც გვაქვს. სამწუხაროდ ჩემთვის ეს არ უსწავლებიათ ადრეული ასაკიდანვე. ჩემს მშობლებს ვერც ვამტყუნებ; 90-იანებში მათ საერთოდ სხვა გამოწვევები ჰქონდათ.
საკუთარი გამოცდილებით ვხვდები, რომ ჩემი შვილის ცხოვრებაში იქნება ისეთი მნიშვნელოვანი ეტაპები, რომლისთვისაც აუცილებლად დასჭირდება ჩემგან ფინანსური დახმარება. ამიტომ დღეს, მე გავხსენი ანაბარი ოფელიას სწავლისთვის და ვაპირებ ყოველთვიურად გადავრიცხო თანხები ჩემი ხელფასიდან. ასევე ახლობლებს და ნათესავებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ სხვადასხვა დღესასწაულებზე ოფელიასთვის ძვირადღირებული ნივთების ჩუქება, ალტერნატივად ანაბარის შევსებას და სიმბოლურ საჩუქარს შევთავაზებ. ვფიქრობ წლების შემდეგ, ოფელია მადლობას მეტყვის ამ გადაწყვეტილებისთვის, რადგან ეს თანხა იქნება მისთვის ხელმისაწვდომი ზუსტად იმ დროს, როცა მას ეს ყველაზე მეტად დასჭირდება. მე ვაჩუქე ოფელიას საბავშვო დეპოზიტი და თქვენც გირჩევთ, აჩუქეთ თქვენს შვილებს საბავშვო დეპოზიტი.
3 რჩევა, როგორ დავიწყოთ დაზღვევა
Forbes Magazine –ის მიხედვით, ამერიკელები ლანჩზე წლიურად საშუალოდ $1000 ხარჯავენ. ლანჩზე ჩვენი ბიუჯეტის, მართლაც, სოლიდური ნაწილი გვეხარჯება, თუ დავფიქრდებით, მისი შემცირება მარტივად შეგვიძლია. თანხის დაზოგვა სწორედ ასე იწყება – მცირე ცვლილებებით, ლანჩის თანხის დაზოგვით და სახლიდან ლანჩის სამსახურში წაღებით. ყველა თანხმდება, რომ დაზოგვა გვეხმარება მშვიდად შევხვდეთ მოულოდნელობებს და ამავე დროს, სისრულეში მოვიყვანოთ ჩვენი გეგმები. დაზოგვა ისეთივე ჩვევაა, როგორც კვირაობით მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ დასვენება და ისეთივე ვალდებულებაა, როგორც გადასახადების გადახდა. მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ დაზოგვისთვის საკმარისი თანხა არ აქვს, ან ნებისყოფა არ ყოფნის, ყველაზე გავრცელებულ რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ ჩემი პირადი გამოცდილებიდან:
- დაუსვით კითხვა საკუთარ თავს – რომელ ხარჯს შეამცირებდით
- შეინახეთ მოულოდნელი ან დამატებითი შემოსავლები
- ყულაბა დაგროვებას ძალიან ეხმარება
- შეიცვალეთ უნარ–ჩვევები და გააკეთეთ „არაფრის ყიდვების კვირეები“
ფინკა ბანკი და დაგროვების კულტურის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
ფინკა ბანკში გვჯერა, რომ საზოგადოების მხარდაჭერა და რეალური ცვლილებების მოტანა მხოლოდ სისტემური და თანმიმდევრული მუშაობით შეიძლება. ამიტომაც, უკვე წლებია სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და ვუხსნით, რამდენად მნიშვნელოვანია თანხის დაზოგვა და როგორ შეიძლება ამ ერთი ნაბიჯით ცხოვრების შეცვლა და დასახული მიზნების მიღწევა. ჩვენი ახალი კამპანიის “აჩუქე დეპოზიტი” მიზანია საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ უამრავ საჩუქარს შორის არის კიდევ ერთი – მომავალზე ორიენტირებული საჩუქარი და ეს არის ფინკა ბანკის დეპოზიტი.
ჩვენ მიერ დაზოგვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის გაწეული საქმიანობა არის ფინკა ბანკის CSR მიმართულების ნაწილი, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. თუმცა, ვიცით, რომ წინ კიდევ ბევრი პროექტი გვაქვს განსახორციელებელი, სანამ დაზოგვას ჩვენი ცხოვრების წესად ვაქცევთ.