“ამაზონი” ინდოეთს ონლაინ აფთიაქით მომსახურებას სთავაზობს

GETTY IMAGES

ონლაინ საცალო ვაჭრობის გიგანტი Amazon ინდოეთის მოსახლეობას ონლაინ აფთიაქით სარგებლობას სთავაზობს. “ამაზონის” აფთიაქი პირველად ინდოეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის ცენტრში, ბანგალორში, გამოჩნდება. მალე კი, შესაძლოა, ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გავრცელდეს.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარების შესაბამისად, სააფთიაქო სერვისი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს მედიკამენტების როგორც თანამედროვე, ასევე, ტრადიციულ – Ayurveda-ს სამედიცინო საშუალებებსა და ჯანმრთელობის სხვა მოწყობილობებს.

„ამ პერიოდში ონლაინ აფთიაქი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, დაიკმაყოფილონ აუცილებელი საჭიროებები სახლში, უსაფრთხოდ ყოფნის დროს“ – განაცხადა ამაზონის სპიკერმა.

კომპანიამ ფარმაცევტული საცალო ვაჭრობა 2017 წლიდან დაიწყო. მომდევნო წელს კი მან შეიძინა აშშ-ში დაფუძნებული სახლში მიტანის სერვისი სამკურნალო საშუალება PillPack.
ამერიკული ტექნოლოგიების გიგანტმა ინდოეთის ეკონომიკაში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩადო. იანვრიდან კი სავაჭრო ნიშნის სახელწოდება Amazon Pharmacy დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და კანადაშიც გავრცელდა.