დაანონსებიდან რამდენიმე თვის შემდეგ პედრო ალმოდოვარის პირველი ინგლისურენოვანი პროექტის ვიდეო რეჟისორის ძმამ, აუგუსტინ ალმოდოვარმა, “ტვიტერის” მეშვეობით გაასაჯაროვა.
მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით The Human Voice მადრიდშია გადაღებული და მასში ოსკაროსანი მსახიობი, ტილდა სვინტონი, მონაწილეობს.
ფილმი მოგვითხრობს ქალზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ზარის განსახორციელებლად ემზადება. მას სურს, დარეკოს შეყვარებულთან, რომელიც სხვა ქალზე დაქორწინებას გეგმავს. ფილმი Jean Cocteau-ს მიერ 1928 წელს დაწერილ სცენარს ეფუძნება.
ფილმის ნაწყვეტში მსახიობს გრძელი წითელი კაბა აცვია, ვიდეოს კი ფონად ალბერტო იგლესიასის მუსიკა ადევს.
Clip de presentación de La Voz Humana de Pedro Almodóvar. pic.twitter.com/321sAPZMvj
— Agustín Almodóvar oficial (@AgustinAlmo) August 27, 2020